ქართველი მოჭიდავე ლუკა გაბისონია 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლუკა გაბისონიამ (97 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სერბი ლუკა კატიჩი დაამარცხა.

ლუკა გაბისონიამ მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე პოლონელ და ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალი კი ესტონელ მოჭიდავესთან დათმო.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა 6 მოპოვებული მედლით დაასრულა. დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ) და ანრი ხოზრევანიძემ (67 კგ) ჩემპიონობა იზეიმეს; ვერცხლის მედალი აიღო კობა ქარუმიძემ (55 კგ); ბრინჯაოს მედლები კი რომეო ბერიძემ (63 კგ), საბა ჩილაშვილმა (130 კგ) და ლუკა გაბისონიამ (97 კგ) მოიპოვეს.

ქართველი მოჭიდავეები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები