აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ამბობს, რომ უკრაინისა და ამერიკის დელეგაციები მიზნისკენ მიიწევენ
საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში, უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების შეხვედრა უკვე 4 საათზე მეტია, მიმდინარეობს.
შესვენებაზე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ უოლმა პირველი განცხადება გააკეთა:
„ჩვენ მივდივართ მიზნისკენ“, – განაცხადა მან.
შეხვედრამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ უკრაინას მოუწევს ტერიტორიის დათმობა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.
უკრაინული მედია იუწყება, რომ უკრაინის წარმომადგენლები ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის და შორ მანძილზე დარტყმების შეჩერების ინიციატივას წარადგენენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინა ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის დროს მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას მინერალების შესახებ.