ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციებისა და ტარიფების დაწესებას განვიხილავ

სერიოზულად განვიხილავ ფართომასშტაბიანი საბანკო სანქციებისა და ტარიფების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.

პრეზიდენტმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, სანამ გვიანი არ არის.

“გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი უკრაინას ახლა ბრძოლის ველზე “ურტყამს”, მე მტკიცედ განვიხილავ რუსეთის მიმართ ფართომასშტაბიან საბანკო სანქციებსა და ტარიფებს, სანამ არ იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო გადაწყვეტა. რუსეთსა და უკრაინას – მიდით მოლაპარაკების მაგიდასთან ახლავე, სანამ გვიანი არ არის. მადლობა!!!”,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები