პარიზთან ახლოს, რკინიგზის ლიანდაგებზე 500 კილოიანი ბომბი იპოვეს 

საფრანგეთში, პარიზთან ახლოს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, აუფეთქებელი ყუმბარა იპოვეს, რის გამოც Eurostar-ის მატარებლებმა ლონდონის და ყველა სხვა მატარებელმა ჩრდილოეთ საფრანგეთის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყვიტეს,- ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მოწყობილობა რკინიგზის ხიდის შესაცვლელად შექმნილ სამშენებლო მოედანზე, ლიანდაგის შუაში იპოვეს. ბომბი 500 კგ-ს იწონის.

 

სამართალდამცველების განმარტებით, შექმნილია უსაფრთხოების პერიმეტრი, რის გამოც სარკინიგზო მოძრაობა შეფერხებულია, როგორც შიდა ხაზებზე, ასევე საერთაშორისო გზებზეც.

საფრანგეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის განცხადებით, სერვისები არ განახლდება, სანამ განაღმვის ოპერაციები არ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები