ისრაელმა აშშ-სა და “ჰამასს” შორის გამართული საიდუმლო მოლაპარაკებები გააპროტესტა

“ჰამასის” ტერორისტულ ორგანიზაციასთან ტრამპის ადმინისტრაციის საიდუმლო მოლაპარაკებებს ისრაელის მხრიდან შეშფოთება მოჰყვა, რამაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წარმომადგენელსა და ამერიკელ მაღალჩინოსანს შორის გამართული ზარის დროს შეკამათება გამოიწვია,- ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წერს.

Axios-ის მიხედვით, აშშ-სა და “ჰამასს” შორის გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებებზე ცნობების გავრცელების შემდეგ, ნეთანიაჰუ ტრამპის ღიად გაკრიტიკებას ერიდებოდა და მხოლოდ ის თქვა, რომ ისრაელმა ამის შესახებ საკუთარი პოზიცია აშშ-ს უკვე გააცნო.

თუმცა, წყაროების თქმით, ნეთანიაჰუს ნდობით აღჭურვილი პირი რონ დერმერი ბევრად უფრო ნაკლებად თავშეკავებული იყო მძევლების საკითხებში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, ადამ ბოულერთან სატელეფონო საუბრისას.

მანამდე, Axios-მა ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირი გზით “ჰამასის” ტერორისტულ ორგანიზაციასთან ამერიკელი ტყვეების გათავისუფლების შესახებ და ზოგადად, ომის დამთავრებასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს მართავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები