“ჩვენ მივაღწიეთ დიდ პროგრესს” – ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინასთან და რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გზაზეა
შეერთებულმა შტატებმა ბოლო დღეებში ბევრ პროგრესს მიაღწია, როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის განმარტებით, უკრაინას სურს გარიგება, რადგან მათ არჩევანი არ აქვთ.
“ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს უკრაინასთან და ასევე, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს რუსეთთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ უკრაინას სურს გარიგება, რადგან მათ არჩევანი არ აქვთ. ასევე, ვფიქრობ, რომ რუსეთსაც სურს გარიგება, რადგან გარკვეულწილად, განსხვავებული გზით, რომელიც მხოლოდ მე ვიცი, არც მათ აქვთ არჩევანი”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.