თურქმენეთში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტია, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე და რა თქმა უნდა, შუა დერეფნის განვითარების მიმართულებაზე, – განუცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, შეხვედრებზე რეალურად დაისახა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ხელშესახები იქნება შემდგომი განვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.
„გავუზიარეთ ის შედეგები, რაც ამ მიმართულებით გვაქვს, რასაც მაღალი შეფასება მიეცა. უფრო მეტიც, რეალურად დაისახა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც უკვე ხელშესახები იქნება შემდგომი განვითარება და გაღრმავება ორმხრივი თანამშრომლობის. რეალურად სატრანსპორტო მიმართულებით, შუა დერეფნის განვითარება ცალსახად ძალიან საინტერესო პერსპექტივებს აჩენს, რაზეც ბუნებრივია, გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას. შესაბამისად, უკვე მნიშვნელოვნად ვფიქრობთ, რომ მიმზიდველობა ამ დერეფნის, მათ შორის თურქმენეთთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა მინისტრმა.