დონალდ ტრამპი კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების ნაწილს 2 აპრილამდე აჩერებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დროებით ათავისუფლებს კანადურ და მექსიკურ საქონელს ტარიფებისგან, თუ ეს საქონელი აშშ-კანადა-მექსიკის შეთანხმებაშია გათვალისწინებული.
დოკუმენტის თანახმად, კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებული საქონელი გათავისუფლდება 25%-იანი ტარიფებისგან ერთი თვის განმავლობაში.
ტრამპის განცხადებით, არ შეიცვლება ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული ტარიფები, რომლებიც მომავალ კვირაში შედის ძალაში კანადის, მექსიკისა და ყველა ქვეყნის მიმართ.
როგორც მედია წერს, ტრამპისთვის ტარიფები წყვეტს ყველაფერს: ეროვნულ დეფიციტს, იმიგრაციას, სამუშაო ადგილებს, ფენტანილის ტრეფიკინგს და ეროვნულ უსაფრთხოებას.