“დღეს ვეღარავინ ვერ უარყოფს, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, ეს ჩვენი ეკონომიკის დანგრევას, რუსეთთან ესკალაციას და შესაძლო ახალ ომს ნიშნავდა” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, დღეს ვეღარავინ ვერ უარყოფს – საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, ეს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას, რუსეთთან ესკალაციას და შესაძლო ახალ ომს ნიშნავდა.

“სანქციებსა და ლატვიაზე გამახსენდა.

დღეს ვეღარავინ ვერ უარყოფს, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, ეს ჩვენი ეკონომიკის დანგრევას, რუსეთთან ესკალაციას და შესაძლო ახალ ომს ნიშნავდა.

დღეს ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოითხოვდა ლატვიის პრეზიდენტი, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, ანუ ეკონომიკა დაგვენგრია და ესკალაციაზე წავსულიყავით.

დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ, ომის პარალელურად, ლატვია რუსეთში ვისკის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა, ისე, რომ ვისკის ერთ წვეთსაც არ აწარმოებს.

შარშან, მის სხვა ბალტიელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ყოფნისას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვკითხე – ხომ აღმოვჩნდით ჩვენ მართლები, სანქციები რომ არ დავაწესეთ და თქვენ, ვინც ამისკენ მოგვიწოდებდით, მტყუანები? პასუხად სიჩუმე იყო”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები