“უკრაინაში ტრაგედია როცა დაიწყო, იმ დღიდან საქართველოს მიმართ დაიწყო ზეწოლა როგორც გარე აქტორების, ისე – რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების“ მხრიდან” – მაჭავარიანი
„სამი წლის განმავლობაში უამრავი სირთულე გავიარეთ და საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ. უკრაინაში ტრაგედია როცა დაიწყო, იმ დღიდან საქართველოს მიმართ დაიწყო ზეწოლა, როგორც გარე აქტორების, ისე რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების“ მხრიდან, კოლექტიურ ლომჯარიებს და გიგაურებს ვგულისხმობ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
მისი განმარტებით, თავდაპირველად, წნეხი დაიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, რაც ეკონომიკის ნგრევას და რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევდა.
“მოხალისებიის ჩარტერული რეისით გაგზავნას ითხოვდნენ, რაც რუსეთთან პირდაპირ ესკალაციაში შესვლას ნიშნავდა. ასევე იყო მოთხოვნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღება უნდა გადაგვეცა და შემდეგ სანაცვლოდ შეიარაღებას ამერიკა გადმოგვცემდა. ჩვენ რომ ეს ნაბიჯები გადაგვედგა, სამწუხაროდ, იმაზე უარეს დღეში ვიქნებოდით, რაშიც დღეს უკრაინა არის. ძალიან მყარად დავდექით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, როგორ დაპირისპირებაში შევდიოდით ბრიუსელის ბიუროკრატებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან და „ენჯეო“ სექტორის მავნებელ ნაწილთან. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც სხვანაირად ვერ იმოქმედებდა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.