გურამ მაჭარაშვილი ბრიტანეთის თემთა პალატაში გამართულ სხდომაზე: საცეცები „დიფ სთეითს“ აქვს დიდ ბრიტანეთში – რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ხომ ხვდებიან, რომ არ შინდება
„საცეცები „დიფ სთეითს“, „გლობალური ომის პარტიას“ ჯერჯერობით აქვს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ბრიტანეთის თემთა პალატაში გამართულ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე იმსჯელეს.
მისი თქმით, დროა გააცნობიეროს ყველამ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია სანქციების და აგრძელებს ბრძოლას საქართველოს ინტერესების დასაცავად.
„დიფ სთეითთან“ ბრძოლა მიდის ამერიკის პრეზიდენტის და ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული ადმინისტრაციის მხრიდან. იქიდან იყო ზუსტად საუბარი, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით, რომელსაც არაერთი საყვედური არ უთხრა მათ შორის ამერიკის პრეზიდენტმა. ის საცეცები „დიფ სთეითს“, „გლობალური ომის პარტიას“ ჯერჯერობით აქვს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არ ვიცი ამ გაცვეთილი მეთოდით მერამდენედ უნდა სცადონ ამ ადამიანის შეშინება. ხომ ხვდებიან, რომ არ შინდება ეს ადამიანი და იბრძვის ბოლომდე თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.