ლევან ჟორჟოლიანი: სერიოზული პროგრესი გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, ასევე, ძირითადი გზების 80 პროცენტი უკვე გაწმენდილია

„სერიოზული პროგრესი გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ასევე ძირითადი გზების 80 პროცენტი არის უკვე გაწმენდილი,“ – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა, გურიაში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა.

„ეს არის ძირითადი მუნიციპალური გზები, ასევე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან ბევრ სოფელში მივედით ცენტრამდე, საიდანაც შესაძლებელია უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, შესაძლებელია მოხდეს საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების, სურსათის მიწოდება. სურსათთან დაკავშირებით დავამატებ, რომ ძალიან მალე შემოვა ტრაილერები, რომლებიც იქნება დატვირთული პირველადი მოხმარების საგნებით, არამალფუჭებადი პროდუქტებით, შესაბამისად ამ მიმართულებით პრობლემა არ გვაქვს“, – აცხადებს ჟორჟოლიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები