სოფელ ჭანიეთს, მაგნეტიტს და სოფელ მამათს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის და მაგნეტიტის 1807 აბონენტს ელექტროენერგია ამ დროისთვის სრულად აღდგენილი აქვს. – ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„სოფელ ლიხაურსა და ჭანიეთში გათიშული 1407 აბონენტიდან ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ყველა აბონენტს. მაგნეტიტში გათიშული 150 აბონენტიდან ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ყველა აბონენტს. სოფელ მამათში გათიშული 250 აბონენტიდან ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ყველა აბონენტს. ელ. ენერგია სრულად მიეწოდება აღნიშნულ დასახლებებს”, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები