დავით ქართველიშვილი: ბრიტანეთის თემთა პალატაში ჩატარებული განხილვა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით, ანეკდოტურადაც აღარ გამოიყურება, ეს არის ტრაგიკომედია – ბრიტანეთის ხელისუფლების სახით, საქმე გვაქვს “დიფ სთეითის” მთავარ შემორჩენილ იმედთან
“ბრიტანეთის თემთა პალატაში ჩატარებული განხილვა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით, ანეკდოტურადაც აღარ გამოიყურება. ეს არის ტრაგიკომედია, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ბრიტანეთის ამჟამინდელი ხელისუფლების სახით, საქმე გვაქვს “დიფ სთეითის” მთავარ შემორჩენილ იმედთან, რომელსაც გარდაუვალი დასასრულის წინ, “კუდის ქნევის” დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს.
“მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი თავისი სპეცსამსახურებით, კონტროლირებადი მედიით და “ჯიბის” ლობისტებით, აშშ-ის გადასახედების გადამხდელთა თანხებით, რომლებიც უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ მიზნებს უნდა მოხმარებოდა, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში მისი შავი პიარით იყო დაკავებული – ამ ფონზე ბრიტანეთის თემთა პალატაში ჩატარებული განხილვა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით, ანეკდოტურადაც აღარ გამოიყურება. ეს არის ტრაგიკომედია.
ბრიტანეთის ამჟამინდელი ხელისუფლების სახით, ჩვენ საქმე გვაქვს “დიფ სთეითის” მთავარ შემორჩენილ იმედთან, რომელსაც როგორც ჩანს ასევე გარდაუვალი დასასრულის წინ, “კუდის ქნევის” დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს. სულ რაღაც სამ თვეში ქვეყანაში ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლებმაც წესით, ნაყოფიერი ნიადაგი უნდა მოუმზადონ იმავე ულტრამემარჯვენე “რეფორმატორების პარტიას”, რაც 2030 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავის შედეგს გამოიღებს.
მანამდე კი “დიფ სთეითის” ბრიტანული ფილიალი იცლის იმისთვის, რომ სანქციების შემოღებაზე მსჯელობს იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც არც ერთი “შილინგი” არ გააჩნია გაერთიანებული სამეფოს საბანკო-ეკონომიკურ სივრცეში. ბრიტანეთის თემთა პალატის ეს ძალისხმევა იმავდროულად საპატიოა საქართველოსთვის, რომელიც “დიფ სთეითისთვის” კვლავინდებურად აუღებელ ციხესიმაგრეს წარმოადგენს – და სამარცხვინოა ბრიტანეთისთვის, რომელსაც ქვეყანა თავზე ემხობა, ის კი იცლის იმისთვის, რომ ერთვება სათავისოდ წინასწარ წაგებულ სიტუაციაში.” – წერს დავით ქართველიშვილი.