მიხეილ ყაველაშვილი – მთავარია, რომ კოორდინირებული მუშაობა გრძელდება და არცერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ – ყველასთან მყარდება კომუნიკაცია

კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩეს უყურადღებოდ, ყველასთან მაქსიმალურად მყარდება კომუნიკაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ქობულეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქობულეთში საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან მოისმინა ინფორმაცია არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„აჭარაში ვითარება ბევრად უკეთ არის, ამინდმაც ხელი შეუწყო და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში ყველაფერი 100 პროცენტით აღდგენილი იქნება. დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში არის გაწმენდილი გზები, ასევე ელექტროენერგიის თითქმის 80-90 პროცენტი აღდგენილია ქობულეთის რაიონში. დარჩენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც საჭიროა ელექტროენერგიის აღდგენა. ასეთი სტიქიისგან არავინ დაზღვეული არ არის, მთავარია, როგორ რეაგირებ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აჭარის მთავრობა, მისი მუნიციპალიტეტები და მათი კოორდინაცია არის მაღალ დონეზე. მადლობა ჩვენს მაშველებს, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც დღესაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, განსაკუთრებით გურიასა და იმერეთში.

მთავარია, რომ ეს კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და არცერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები