„იმ სოფლებში, სადაც ავტომანქანების გადაადგილება ჯერჯერობით ისევ შეუძლებელია, სამაშველო სამსახური და ჩვენი თავდაცვის ძალები სპეციალური თოვლმავალი ტრანსპორტებით გადაადგილდებიან” – გიორგი ურუშაძე

“პროცესი არ ჩერდება, მიმდინარეობს სპეციალური ტექნიკით როგორც ცენტრალური, ასევე სოფლების ცენტრებამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები”, – ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საჭიროების მიხედვით, სამაშველო სამსახური და თავდაცვის ძალები სწრაფად და ეფექტურად ახდენენ რეაგირებას.

„იმ სოფლებში სადაც, ავტომანქანების გადაადგილება ჯერჯერობით ისევ შეუძლებელია, სამაშველო სამსახური და ჩვენი თავდაცვის ძალები სპეციალური თოვლმავალი ტრანსპორტებით გადაადგილდებიან, აქვთ კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან და მაქსიმალურად სწრაფად, მყისიერად და ეფექტურად ხდება და მათ საჭიროებებზე რეაგირება. პროცესი არ ჩერდება, მიმდინარეობს სპეციალური ტექნიკით როგორც ცენტრალური, ასევე სოფლების ცენტრებამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები“, – აღნიშნა ურუშაძემ..

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები