ლაშა ტალახაძე: თავდაცვის ძალებს, შს სამინისტროს, სამაშველო სამსახურებს, ყველა უწყებას დიდ მადლობას ვუხდი, რომ გვერდით უდგას ჩვენს მოსახლეობას და ერთი ადამიანიც არ იქნება უყურადღებოდ დარჩენილი
,,თავდაცვის ძალებს, შს სამინისტროს, სამაშველო სამსახურებს, ყველა უწყებას დიდ მადლობას ვუხდი, რომ გვერდით უდგას ჩვენს მოსახლეობას და ერთი ადამიანიც არ იქნება უყურადღებოდ დარჩენილი. მალე შევძლებთ, რომ აღმოვფხვრათ არსებული პრობლემები”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლაშა ტალახაძე სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.
„წინა დღეებთან შედარებით დღეს უკეთესობაა, ამინდიც ხელს გვიწყობს. რაც მთავარია, პირველ რიგში, მაქსიმალურად ვზრუნავთ ონკოლოგიურ პაციენტებზე, ასევე, თუ ვინმეს რაიმე გადაუდებელი დახმარება სჭირდება, მაქსიმალური ყურადღება ექცევა. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ყველა უწყება, ვინაიდან თოვლის საფარი ძალიან მაღალია. შემოვიარეთ ძირითადი ის სოფლები, სადაც ფაქტობრივად, გზა ჩაკეტილია და ვიმედოვნებ, დღეს და ხვალ ეს პრობლემები მაქსიმალურად იქნება აღმოფხვრილი.
თავდაცვის ძალებს, შს სამინისტროს, სამაშველო სამსახურებს, ყველა უწყებას დიდ მადლობას ვუხდი, რომ გვერდით უდგას ჩვენს მოსახლეობას და ერთი ადამიანიც არ იქნება უყურადღებოდ დარჩენილი. მალე შევძლებთ, რომ აღმოვფხვრათ არსებული პრობლემები“, – აღნიშნა ტალახაძემ.