ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი: ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, აეროპორტიდან „შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება
ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ამ წუთებში ათენიდან პირდაპირი რეისი შესრულდა.
ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განვაახლებთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.