“ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვა” – საპატრიარქო
“დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და ზოგადად ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც”, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები… ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის, ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვ.
ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან.
P.S მადლობა საქველმოქმედო ფონდ ,,ავერსს“ თანადგომისთვის”, – წერია ინფორმაციაში.