მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას სწორი პოლიტიკა აქვს

გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრის შეფასებისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივანი კარგად იცნობს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იდგმება ძალიან სწორი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და საქართველომ მომავალშიც შეძლოს სტაბილური განვითარება.

„შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოს ძალიან სწორი პოლიტიკა აქვს და ეს არის ძალიან დასაფასებელი, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ბრძოლას“ – ხაზგასმით აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო რუსეთ- საქართველოს კონფლიქტს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას. აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის მნიშვნელოვანი ფორმატი და ამ ფორმატში უნდა გაგრძელდეს მუშაობა არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად.

„მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების პატივისცემა და გამოწვევების გადალახვა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები