New York Post – “საუკეთესო შემთხვევა უკრაინისა და მსოფლიოსთვის არის ის, რომ ზელენსკი დაუყოვნებლივ გაემგზავროს საფრანგეთში”
გამოცემა New York Post-ი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს უკრაინა – მისთვის და მთელი მსოფლიოსთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ის საფრანგეთში წავა.
გამოცემა წერს, რომ ზელენსკისა და ტრამპის გამწვავებული ურთიერთობა საფრთხეს უქმნის უკრაინის პოზიციას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
“ორ ლიდერს შორის მუდმივი ურთიერთობა ღია მტრობაში გადაიზარდა ამ კვირაში, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა უარყო აშშ-ის თავდაპირველი წინადადება მისი ქვეყნის იშვიათი მიწების ელემენტების 50%-ზე ხელმოწერაზე აშშ-სთვის, როგორც სამხედრო დახმარების ანაზღაურება. ამასთან, უსაყვედურა ტრამპის ელჩებს, მის გარეშე რუს დიპლომატებთან შეხვედრისთვის”,- აღნიშნავს მედია.
მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის გაუარესება მოულოდნელად ჩანს, ერთმა წყარომ, რომელიც იცნობს თეთრი სახლის დისკუსიებს, განუცხადა The Post-ს რომ სინამდვილეში, ამ ყველაფერში ახალი არაფერია.
ტრამპთან დაახლოებული მეორე წყარო დაეთანხმა შეფასებას და თქვა, რომ „საუკეთესო შემთხვევა ზელენსკისა და მსოფლიოსთვის არის ის, რომ ის დაუყოვნებლივ გაემგზავროს საფრანგეთში”.