თელავში უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო მოყინული გზების წმენდა მიმდინარეობს

თელავში უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო მოყინული გზების წმენდა მიმდინარეობს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ახლაც იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.

„უხვი ნალექისა და ყინვის გამო, მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება. მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ახლაც იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. გზებზე შეზღუდვების მოხსნისთანავე, ავტობუსების მოძრაობა აღდგება. უამინდობამ შეაფერხა ელ. ენერგია და არ მიეწოდება თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელსაც ენერგო პრო ჯორჯია უზრუნველყოფს”,- აცხადებს ლევან ანდრიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები