ჯეი დი ვენსი: ვცდილობ, ავუხსნა ევროპელ მეგობრებს, რომ ეს მეგობრობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული – თქვენ არ გაქვთ საერთო ღირებულებები, თუ არჩევნებს აუქმებთ, რადგან შედეგი არ მოგწონთ
ვცდილობ, ავუხსნა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ ეს მეგობრობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვცდილობ, ავუხსნა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ ეს მეგობრობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. მჯერა, ისინი მეგობრები არიან, ვიცი, რომ პრეზიდენტ ტრამპსაც ასე სჯერა. თქვენ არ გაქვთ საერთო ღირებულებები, თუ ადამიანებს აპატიმრებთ იმის თქმისთვის, რომ საზღვრები უნდა დაიხუროს. თქვენ არ გაქვთ საერთო ღირებულებები, თუ არჩევნებს აუქმებთ, რადგან შედეგი არ მოგწონთ, როგორც ეს რუმინეთში მოხდა. თქვენ არ გაქვთ საერთო ღირებულებები, თუ იმდენად გეშინიათ საკუთარი ხალხის, რომ მათ აჩუმებთ“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.