რუსებმა კოსტიანტინივკა დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსეთის ავიაციამ და არტილერიამ დონეცკის ოლქში კოსტიანტინივკა დაბომბა, რის შედეგადაც ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ამის შესახებ დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა Facebook-ზე დაწერა.

„ქალაქზე განხორციელდა ოთხი საჰაერო დარტყმა და ქვემეხით საარტილერიო თავდასხმა. დაიღუპა ორი მამაკაცი და ორი ქალი“, – წერს ოლქის ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად დაზიანდა შვიდი კერძო სახლი, ოთხი მრავალსართულიანი კორპუსი, საერთო საცხოვრებელი, ინფრასტრუქტურული ობიექტი, ორი საწარმო, სამი ელექტროგადამცემი ხაზი, გაზსადენი, შვიდი ავტოფარეხი და სამი მანქანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები