გორდულაძე – ჰერჩინსკის განცხადებაზე: ასეთი განცხადებები მოსახლეობაში აჩენს განცდას, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი უსამართლოდ, ხელების ფათურით ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს მართლმსაჯულების სისტემაზე

“ასეთი განცხადებები მოსახლეობაში აჩენს განცდას, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი უსამართლოდ, ხელების ფათურით ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მართლმსაჯულების სისტემაზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

“ერთი სიტყვა მაინც ეთქვა ჯერ, რომ ჯანმრთელობას უსურვებს ადამიანს. მეორე, რომ შეეწყვიტა ასეთი შიმშილობის პროცესი და მხოლოდ და მხოლოდ შემდეგ, ისიც ეტიკეტის ფარგლებში, შეიძლება რაღაც თავისი კონკრეტული პირადი აზრი გამოეთქვა. როდესაც ის განცხადებას აკეთებს, ის საუბრობს ევროკავშირის სახელით და ევროკავშირის სახელით საუბარი, ასეთი განცხადებების გაკეთება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში აჩენს განცდას, რომ უსამართლობა ხდება ევროკავშირში და მისი წარმომადგენელი ასე უსამართლოდ, ასე ხელების ფათურით ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მართლმსაჯულების სისტემაზე”, – აღნიშნა გორდულაძემ.

პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: “ჟურნალისტებისთვის საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალზე მძიმეა. გარემო სულ უფრო მტრულია; მუქარა და ძალადობა, რომელსაც ისინი ყოველდღე აწყდებიან, იმატებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები