პაატა სალია – “გრანტების შესახებ” კანონზე: პირველ რიგში, საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფულით უნდა დაფინანსდეს ის პროექტები, რაც იქნება ქვეყნისთვის საინტერესო და მის განვითარებას შეუწყობს ხელს
“პირველ რიგში, საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფულით უნდა დაფინანსდეს ის პროექტები, რაც იქნება ქვეყნისთვის საინტერესო და მის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, პაატა სალიამ “გრანტების შესახებ” კანონზე საუბრისას განაცხადა.
“ეს გარკვეულწილად ეხმიანება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებს, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირდაპირ დაექვემდებაროს USAID-ი და შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღოს გადაწყვეტილებები გრანტებთან და საერთაშორისო დახმარებებთან დაკავშირებით. ანალოგიური პროცესი არის ჩვენთანაც და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფულით უნდა დაფინანსდეს ის პროექტები, რაც იქნება საქართველოსთვის ყველაზე საინტერესო, კარგი და მის განვითარებას ხელს შეუწყობს”, – განმარტა სალიამ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.