“აგენტურა “ნაცმოძრაობამ” 2007 წლის აპრილში ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ამ ყველაფერს მოყვა ის პერიპეტიები, რაც აგვისტოს ომამდე მიმდინარეობდა” – გორდულაძე
“აგენტურა “ნაცმოძრაობამ” 2007 წლის აპრილში ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან სახელმწიფოს ღალატის მუხლი და შემდეგ ამ ყველაფერს მოყვა ის პერიპეტიები, რომელიც აგვისტოს ომამდე მიმდინარეობდა და იმ მოღალატეობრივი კანონების მიღება, რომელიც მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ იყო გამოყენებული სტრასბურგის სასამართლოში”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„შესაბამისად, ახლაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მუხლი სამშობლოს ღალატის სახელწოდებით, რომელიც სახელს დაარქმევს იმ დანაშაულებს, რომელიც შესაბამისი სისხლის მოსამართლის კოდექსის გათვალისწინებული თავით არის განსაზღვრული. შესაბამისად, “ქართული ოცნება” აღადგენს იმ მუხლს, იმ შემადგენლობას, რომელიც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი მომავლისათვის“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” გუშინ სისხლის სამართლის კოდექსში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაუქმებული, „სამშობლოს ღალატის” მუხლის აღდგენის შესახებ განაცხადა.