ნინო წილოსანი: უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონი გამოშიგნული იყო იმ უმნიშვნელოვანესი მექანიზმებისგან, რომლითაც გარე ჩარევები უნდა იყოს იდენტიფიცირებული

პარლამენტში ამერიკული „ფარას” ანალოგის ინიციირების შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ერთი მხრივ შეამცირებს გარე გავლენებს, მეორე მხრივ კი გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ სპეკულაციების სივრცეს აღარ დატოვებს.

„ასეთი პრინციპის კანონის ინიციირება ჩვენ უკვე ვცადეთ. უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ მიღებულმა კანონმა, რომელიც იყო გამოშიგნული ყველა ძირითადი პრინციპისგან და იმ უმნიშვნელოვანესი მექანიზმებისგან, რომლითაც ასეთი ჩარევები უნდა იყოს იდენტიფიცირებული, დაგვანახვა საჭიროება, რომ განგვეახლებინა ეს პროცესი და რაც მთავარია, ყველანაირი სპეკულაციისგან თავის არიდების მიზნით კანონი ინიციირდება ერთი ერთში იდენტური, როგორც ის მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – აცხადებს წილოსანი.

ცნობისთვის, პარლამენტში ამერიკული „ფარას” ანალოგი მიმდინარე კვირაში ინიციირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები