გორში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, მძღოლმა შემთხვევის ადგილი მიატოვა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები