მამუკა მდინარაძე: ადამიანები, რომლებიც ასე უბრალოდ ოლქებს აუქმებდნენ, საერთოდ აღარ ატარებდნენ იმ ოლქებში არჩევნებს, ეს ადამიანები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ვიღაცას უმტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა
ადამიანები, რომლებიც ასე უბრალოდ ოლქებს აუქმებდნენ, საერთოდ აღარ ატარებდნენ იმ ოლქებში არჩევნებს, ეს ადამიანები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ვიღაცას უმტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მტკიცებულება ვერ შეიქმნება იმაზე, რაც არ არსებობს, მაგრამ რაც არსებობს, დღესვე ამოვარდა ერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც არა თუ გაყალბებას, ამ მიმართულებით სისტემურ დანაშაულს ადასტურებდა.
„რამდენიმე ისეთი დეტალი ამოვარდა დღეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, საზოგადოების 99%-ს არც კი ახსოვდა, მეც არ მახსოვდა მაგალითად, ისეთი დეტალები ამოვარდა. თუმცა, ეს არ არის ყველაზე უარესი დანაშაული, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ადამიანები, რომლებიც ასე უბრალოდ ოლქებს აუქმებდნენ, საერთოდ აღარ ატარებდნენ იმ ოლქებში არჩევნებს, ეს ადამიანები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ვიღაცას უმტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. უბრალოდ ასე ამბობენ, „არა რუსულ კანონს“, „არჩევნები გაყალბდა“ და ათას სისულელეს ისე, რომ მტკიცებულებები კი არა, არგუმენტიც კი, მტკიცებულების გარეშე არგუმენტი ხომ არ არსებობს, მაგრამ არგუმენტიც კი ოდნავ სერიოზული არ აქვთ. ის ხალხი ლაპარაკობს ამაზე, ის ხალხი გაბრალებს ამ ყველაფერს, იმ ხალხს ვთხოვთ ჩვენც, ამ არასერიოზულობაში ვართ ამავე დროს ჩვენ შესულები პრაქტიკულად, რომ ჩვენ იმ ხალხს ვთხოვთ 300 000 ხმის გაყალბებასთან, ვირტუალურ, მოდელირებულ, მათ ტვინებში მოფიქრებულ გაყალბებასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს, რომლებიც ოლქებს აუქმებდნენ და მერე აღარ ატარებდნენ უბრალოდ. გახსოვთ 2008 წელს არჩევნები, ბევრს ახსოვს ალბათ, პრეზიდენტის არჩევნები უბრალოდ გადაწერეს თავის ჭკუაზე და ლევან გაჩეჩილაძე იყო პრეზიდენტი და მაინც მიხეილ სააკაშვილი გახდა. აი, ამისი ავტორები, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რაღაცებს ლაპარაკობენ და ლეგიტიმაციას გვიწუნებენ ჩვენ აქ. რაც ყველაზე მთავარია, ისინი არაფერს წარმოადგენენ, მათი პატრონები ავალებენ ამას. უფრო დიდი ფიგურები და ძალები არიან ამაში ჩართულები და ამ ძალებსაც უნდა ვუთხრათ ჩვენ, რომ ამ ქვეყანაში თავისი სახელი ერქმევა ყველაფერს. მტკიცებულების გარეშე, ასე მოგაფრინდება თავში, რომ იტყვიან და დააბრალო ვიღაცას რაღაცა, გაყალბებული არჩევნებიო იძახო, ამას მტკიცებულება სჭირდება. მტკიცებულებები გაინტერესებთ? აგერ ნახეთ, როგორ უნდა შეიქმნას მტკიცებულებები იმიტომ, რომ მტკიცებულება ვერ შეიქმნება იმაზე, რაც არ არსებობს, მაგრამ რაც არსებობს, აგერ დღესვე ამოვარდა ერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც არა თუ გაყალბებას, სისტემურ დანაშაულს ამ მიმართულებით ადასტურებდა, თუმცა 10 ათასჯერ რთული მოსასმენი ამბები გველოდება ალბათ წინ, იმიტომ, რომ ასეც არ ერიდებოდნენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.