მამუკა მდინარაძე: ბევრ ახალგაზრდას დღემდე ჰგონია, რომ გულწრფელი პროტესტის მონაწილეა მაშინ, როდესაც მათი ამ რწმენის ჩამოყალიბებაზე ათობით მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა საქართველოში

ბევრ ახალგაზრდას დღემდე ჰგონია, რომ თვითორგანიზებული და გულწრფელი პროტესტის მონაწილეა მაშინ, როდესაც მათი ამ რწმენის ჩამოყალიბებაზე ათობით მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაინიცირდება ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ვერსია.

„დაინიცირდება ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ვერსია, ამას მთავარი მიზანი აქვს ის, რომ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს უცხოეთიდან შემოსული რა თანხები რას ხმარდება და არ მოხდეს ისე, რომ მაგალითად USAID-ის 41,7 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც მაგალითად 15 მილიონი დოლარი ახალგაზრდული მიმართულებით დაიხარჯა, ხმარდებოდეს რევოლუციურ მიზნებს ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს საზოგადოებას. ბევრ ახალგაზრდას დღემდე ჰგონია, რომ თვითორგანიზებული და გულწრფელი პროტესტის მონაწილეა მაშინ, როდესაც მათი ამ რწმენის ჩამოყალიბებაზე ათობით მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა საქართველოში. ამიტომ, ჩვენ მივიღებთ „ფარას“ და ამისთვის გვექნება თვე-ნახევარი“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები