მამუკა მდინარაძე – ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე: თუკი არსებობს სანუგეშო სიტყვები მათი ოჯახის წევრებისათვის, ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ მათ რამენაირად გვერდით დავუდგეთ ამ უდიდესი ტრაგედიის დროს

თუკი არსებობს სანუგეშო სიტყვები მათი ოჯახის წევრებისათვის, ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ მათ რამენაირად გვერდით დავუდგეთ ამ უდიდესი ტრაგედიის დროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა კიდევ ერთხელ გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს, ოჯახებს, მთელ საქართველოს, მივუსამძიმრო და უდიდესი მწუხარება გამოვთქვა იმ ტრაგედიის გამო, რაც ბათუმში განვითარდა. თუკი არსებობს სანუგეშო სიტყვები მათი ოჯახის წევრებისათვის, ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ მათ რამენაირად გვერდით დავუდგეთ ამ უდიდესი ტრაგედიის დროს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები