კიტ კელოგი: ევროპის მონაწილეობა გადამწყვეტი იქნება რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებებში ევროპული ქვეყნების მონაწილეობა გადამწყვეტი იქნება.
„ამერიკა უპირველეს ყოვლისა არ ნიშნავს მარტო ამერიკას და ევროპის მონაწილეობა გადამწყვეტი იქნება ომის დასასრულებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად“, – წერს კელოგი პლატფორმა X-ზე.
მანვე დასძინა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ბოლო დღეს იგი შეხვდა დანიის პრემიერ-მინისტრს მეტე ფრედერიკსენს, ავსტრიის ფედერალურ კანცლერს ალექსანდერ შალენბერგს, ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს და ფინეთის სახელმწიფო მდივანს პასი რაჯალას.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა და ევროპა ნებისმიერი რეალური მოლაპარაკების ნაწილი იქნებიან რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად.