ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: ნატო-ს 3-4 წელი აქვს დიდი ომისთვის მოსამზადებლად
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილ შაკალიენმა განაცხადა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს პოტენციური ომისთვის, რადგან რუსეთის მმართველი ვლადიმირ პუტინი არ შეიცვლება,- განცხადებას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ლიეტუველი მინისტრის თქმით, ევროპელი ლიდერების ქმედებები წელს ევროპის გაძლიერებას ან დაშლას ჩაუყრის საფუძველს.
“ჩვენ გვაქვს 3-4 წელი, რათა სრულად მოვემზადოთ ევროპაში დიდი ომისთვის. ნატო 100%-ით მზად უნდა იყოს ომისთვის ნებისმიერ მომენტში, რადგან ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის სრულად მზადყოფნა ამისთვის. ჩვენ აღარ შეგვიძლია უსაფრთხოების ილუზიები გვქონდეს”, – აღნიშნა მან.