ლავროვი უკრაინისთვის ტერიტორიულ დათმობებს გამორიცხავს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უარყო უკრაინის მიმართ ტერიტორიული დათმობების შესაძლებლობა და განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს არანაირ დათმობაზე საუბარი არ იქნება.
„როგორ უნდა დავთმოთ – ხალხთან, რუსებთან, თუ მათ გარეშე – მხოლოდ იშვიათი დედამიწის ლითონებით?”,- განაცხადა მან.
ლავროვის თქმით, უკრაინისთვის ტერიტორიული დათმობა უკვე მოხდა.
“უკრაინასთან დათმობა საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების დროს მოხდა, როცა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში უზარმაზარი ტერიტორიები შეიყვანეს, სადაც ასწლეულების მანძილზე რუსი ხალხი ცხოვრობდა, აშენებდა, ქმნიდა ქალაქებს, აღმართავდა ქარხნებს“,- აღნიშნა ლავროვმა.