“ღალატში გაწაფული თანამედროვე ორჯონიკიძეები, მათ შორის, გამორჩეულად ზურაბიშვილი ცდილობს, ქვეყანას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს” – მათიკაშვილი
“ღალატში გაწაფული თანამედროვე ორჯონიკიძეები, მათ შორის, გამორჩეულად ზურაბიშვილი ცდილობს, ქვეყანას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, თუმცა მისი რესურსი არის ძალიან მწირი და ბუნებრივია, ამას ვერ შეძლებს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მან მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეაფასა.
„ზურაბიშვილი და მისი განცხადებები არ იმსახურებენ არანაირ რეპლიკას და პასუხის გაცემას. ეს ადამიანი საერთოდ არის აცდენილი რეალობას. მე არ ვიცი, ის თავს რად თვლის, თუმცა საზოგადოებამ მას დიდი ხანია პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩინა ადგილი. ღალატში გაწაფული თანამედროვე ორჯონიკიძეები, მათ შორის გამორჩეულად ზურაბიშვილი ცდილობს, რომ ქვეყანას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, თუმცა მისი რესურსი არის ძალიან მწირი და ბუნებრივია, ის ამას ვერ შეძლებს,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.