ალექსანდრე დარახველიძე – გახარიასთვის კვერცხების სროლაზე: ვსწავლობთ ამ ფაქტს და შესაბამისი რეაგირება განხორციელდება
შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს – უწყება სწავლობს.
მისივე თქმით, შესაბამისი რეაგირება განხორციელდება.
„ჩვენ ვსწავლობთ ამ ფაქტს და შესაბამისი რეაგირება განხორციელდება,“ – განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. პარტიის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა მოგვიანებით, კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.