არჩილ გორდულაძე: საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლებაზე განცხადება სწორედ ისეთივე სიმართლეა, როგორც გაყალბებული 300 ათასი ხმა

“საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლებაზე განცხადება სწორედ ისეთივე სიმართლეა, როგორც გაყალბებული 300 ათასი ხმა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ “პირველ არხს” განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება ტყუილია.

„თითიდან გამოწოვილი ტყუილები კიდევ ერთი საშუალებაა, როგორმე ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმოქმედონ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან ჩართული. სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც დონორების მხრიდან ფინანსდებიან და ამ უსაფუძვლო ტყუილებს ავრცელებენ“, – განაცხადა გორდულაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები