მაჭავარიანი – აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე: ბატონი გახარიას ინტერესში შედის, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს – ეს ჩვენი ხელწერა არასდროს არ ყოფილა, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით

“ბატონი გახარიას ინტერესში შედის, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს – ეს ჩვენი ხელწერა არასდროს არ ყოფილა, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რა დროსაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველას მოუწოდებს, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ.

„ბატონი გახარიას ინტერესში შედის, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს. მე უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ეს ჩვენი ხელწერა არასდროს არ ყოფილა, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, როდესაც ჩართული ტელეფონებით აქტივისტები, თითქოსდა გულანთებული მოქალაქეები, მიდიან ხოლმე დეპუტატებთან და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს გულანთებული მოქალაქე რატომღაც არის ან რომელიმე რადიკალური ოპოზიციის პარტიის წევრი, ან რომელიმე NGO-ს თანამშრომელი. ჩვენ გვყავს მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქიდან ძალიან ბევრი იქნება უკმაყოფილო ბატონი გახარიას ნაბიჯებითაც, დანარჩენი ოპოზიციონერების ნაბიჯებითაც. ვიღაცამ შეიძლება ასე გამოხატოს თავისი უკმაყოფილება, ვიღაცამ სხვანაირად, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ თუნდაც ასეთი ტიპის ქმედებებისგან,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები