წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურის ჯგუფები იმყოფებოდნენ.