მაჭარაშვილი – საგამოძიებო კომისიაზე: იქნებიან ადამიანები, რომლებიც მორგი ჯერზე შეახსენებენ საზოგადოებას, თუ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე

“ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საგამოძიებო კომისიის მიზნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

“ამ კომისიის უპირველესი მიზანი არის სამართლებრივი დასკვნა დავდოთ, მტკიცებულებებით სავსე, სადაც შეფასდება 2003-2012 წლებში “ნაცმოძრაობის” რეჟიმი. ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს დასკვნა გახდება საფუძველი ამ პოლიტიკური ძალის გაუქმების. გამომდინარე აქედან, თავად ეს პროცესი იქნება საინტერესო. იქნებიან ადამიანები, რომლებიც მორგი ჯერზე შეახსენებენ საზოგადოებას, თუ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე”, – განმარტა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები