“სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმის დასკვნამაც დაადასტურა, რომ ქალბატონ მზია ამაღლობელის მიმართ ტარდება ყველა აუცილებელი სამედიცინო ზომა” – მათიკაშვილი

“სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმის დასკვნამაც დაადასტურა, რომ ქალბატონ მზია ამაღლობელის მიმართ ტარდება ყველა აუცილებელი სამედიცინო ზომა, რომელიც არის გათვალისწინებული. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი”,  – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მზია ამაღლობელზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, კონსილიუმს არ აქვს არავითარი პრეტენზია სამედიცინო პერსონალთან მიმართებით.

“რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო დამძიმებას, მთავარი არის ის, რომ შეწყდეს რადიკალების მხრიდან მისი წახალისება და მცდელობა, ქალბატონი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა გამოყენებული იქნეს ბრმა იარაღად რადიკალური მიზნების განსახორციელებლად.

ის მცდარი ნარატივი, რომ, თითქოს, მზია ამაღლობელი არის ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სიტყვის თავისუფლების ფარგლებში დაკავებული, ეს არის ტყუილი. საზოგადოებამ იხილა ქმედება, რის გამოც მოხდა მზია ამაღლობელის დაპატიმრება”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები