“საქართველომ და სერბეთმა აირჩია სახელმწიფოს ინტერესებს დაცვა, აირჩია საკუთარი მოქალაქეების ინტერესები და არა ბრიუსელის სურვილები; შეგვიძლია მათი დადანაშაულება?” – ევროპარლამენტარი

“მინდა, ყურადღება გავამახვილო რეზოლუციაზე საქართველოს წინააღმდეგ. მითხარით, არსი რაში მდგომარეობს, როცა ეს ქვეყანა არახელსაყრელ პირობებში აღმოჩნდა და ევროპარლამენტის მხრიდან სანქციების მოთხოვნას დაექვემდებარა”, – ამის შესახებ  ევროპარლამენტარი, ტიერი მარიანი აცხადებს.

“მათ გადაწყვიტეს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა. რატომ ვაძლევთ ხმას რეზოლუციას, რომელიც საქართველოში გარკვეული პირების მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნასა და ქართველების მიმართ მუქარას შეიცავს? მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ უარს აცხადებენ ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე? ამ პარლამენტში თქვეს, რომ არჩევნები გაყალბებული იყო საგარეო ჩარევით. სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში ნათქვამია, რომ დარღვევები იყო, თუმცა ამან საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. ამ ანგარიშში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ არავითარი რუსული ჩარევა არ ყოფილა. და რა გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველოს ახალი არჩევნების ჩატარებას ვთხოვთ და რეზოლუციას რეზოლუციაზე ვიღებთ?

2022 წელს საქართველოში ვიმყოფებოდი. მაშინ ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ქართველებს უთხრეს, უნდა დაეწესებინათ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და სრულად სრულად შეეწყვიტათ რუსეთთან ურთიერთობა… რა უპასუხეს ქართველებმა? – უკაცრავად, იცით თუ არა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ? გინდათ, რომ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან ურთიერთობა გავწყვიტოთ? გინდათ, ასიათასობით ქართველი რუსეთიდან სამშობლოში გამოაბრუნონ? შეახსენეს ისიც, რაც მათ ქვეყანაში 2008 წელს მოხდა, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომი იყო.

საქართველომ მანამდე ბევრი მხარდაჭერის გზავნილი მიიღო დასავლეთისგან, მაგრამ მიტოვებულები აღმოჩნდნენ და დაკარგეს ტერიტორიის 20%.

საქართველომ და სერბეთმა აირჩია სახელმწიფოს ინტერესებს დაცვა, აირჩია საკუთარი მოქალაქეების ინტერესები და არა ბრიუსელის სურვილები; შეგვიძლია მათი დადანაშაულება?”, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები