არჩილ გორდულაძე: იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ ახსოვთ ვინ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ახლა შეუძლიათ ნახონ, ჩართონ ტელევიზორი და თვალყური მიადევნონ იმ განხილვებს, რომელიც გაიმართება საგამოძიებო კომისიის ფარგლებში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას შეახსენონ, თუ რას აკეთებდა “ნაციონალური მოძრაობა” 2003-2012 წლებში.

გორდულაძის თქმით, გარდა შეხსენებისა, საგამოძიებო კომისიის ფუნქციაა, ახალგაზრდებს, რომლებსაც არ ახსოვთ “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდი, მიაწოდოს ინფორმაცია მათ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

“საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და რა სიბინძურეს ატრიალებდნენ, როგორ იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესის წინააღმდეგ 2003- 2012 წლებში და ეს ბრძოლა დღემდე არ შეუწყვეტიათ.

აუცილებელია, კიდევ ერთხელ, შევახსენოთ საზოგადოებას ამ ადამიანების შესახებ, მათი ქმედებებისა და ნამოქმედარის, გაფუჭებული საქმეების შესახებ.

ამავდროულად, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ ახსოვთ ვინ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ახლა შეუძლიათ ნახონ, ჩართონ ტელევიზორი და თვალყური მიადევნონ იმ განხილვებს,რომელიც გაიმართება საგამოძიებო კომისიის ფარგლებში,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები