რატი იონათამიშვილი საგამოძიებო კომისიაზე: ვინც ემალება კითხვებს, ემალება მართლმსაჯულებას – ეს კიდევ ერთხელ ამხელს “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ და კრიმინალურ ბუნებას

“ფაქტობრივად, ჯერ კომისიას არ დაუწყია აქტიური მუშაობა და უკვე რადიკალური ოპოზიცია, ანუ “კოლექტიური ნაცმოძრაობა” აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ ნამდვილად არიან დამნაშავეები საქართველოს მოქალაქეები წინაშე” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, მათი პირდაპირი ინტერესი უნდა იყოს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობის პროცესში და ყველა კითხვას გასცენ პასუხი.

„შესაბამისად, ვინც თავიდანვე ემალება კითხვებს, ემალება მართლმსაჯულებას და მე ვფიქრობ, რომ ამ კომისიის მუშაობაში კიდევ უფრო ბევრი საკითხი გახდება ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს კიდევ ერთხელ ამხელს “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ და კრიმინალურ ბუნებას,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები