სალომე ზურაბიშვილი: ამ ეტაპზე ვერ ვხედავ საკმარის რეაქციებს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან

ამ ეტაპზე ვერ ვხედავ საკმარის რეაქციებს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმურობა და არის ერთპარტიული სისტემა.

„რუსეთს უკრაინაში არ გაუმარჯვია. ჯერ არ ვიცი, მოლაპარაკებებიდან რა შედეგი იქნება, თუმცა ფაქტი ის გახლავთ, რომ სამი წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში თავის მიზნებს ვერ მიაღწია. რუსეთს ეს ძალიან ბევრი დაუჯდა ადამიანური რესურსების თვალსაზრისით. შეიძლება, მათთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაღალი რიცხვებია. ეკონომიკური ხარჯი, ასევე პრესტიჟის დანაკარგი რუსული სამხედრო ელიტისთვის, ვერ შეძლეს იმის გაკეთება, რაც სურდათ. ალტერნატიული, ჰიბრიდული სტრატეგია გახლავთ – რატომ არ უნდა ვეცადოთ, რომ საქართველო მივიღოთ სხვა გზით, გავაკონტროლოთ ძალაუფლება საქართველოში. მოდი, ვისაუბროთ ლეგიტიმურობის შესახებ. ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმურობა, არის ერთპარტიული სისტემა, რაც უფრო და უფრო გამოიყურება, როგორც რუსეთში ერთპარტიული სისტემა.

არჩევნების პერიოდში სხვადასხვა მეთოდი იყო გამოყენებული. ქოლცენტრები, სიები ადამიანის პირადი მონაცემებით, რომლებსაც აკონტროლებდნენ, ასევე ხმების მოპარვის უფრო ტრადიციული გზები. ამ მეთოდებით ვიღებთ ამ მარიონეტ მთავრობას, რომელიც იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც შენ გსურს, განსაკუთრებით კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, არის ის, რომ საქართველო ჩამოვაშოროთ  ევროპულ გზას და დავაბრუნოთ რუსულ გზაზე. რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია, ეს თუ იმუშავებს საქართველოში, შესაძლოა, ეს ასევე სხვაგან დაიტესტოს და სხვაგან ეცადონ იმავეს გაკეთებას. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ საკმარის რეაქციებს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან. საქართველო ეს მხოლოდ საქართველო არ გახლავთ, ეს არ არის მხოლოდ ქვეყანა, რომლის 80% მხარს უჭერს და მანამდეც დიდი ხანი მიისწრაფოდა ევროპული გზისკენ. ეს ასევე გახლავთ შავი ზღვის რეგიონი. ვინ გააკონტროლებს შავ ზღვას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები