“ჰამასი” აცხადებს, რომ ის გაათავისუფლებს ისრაელელ მძევლებს, როგორც დაგეგმილი იყო

“ჰამასმა” განაცხადა, რომ გაათავისუფლებს ისრაელელ მძევლებს, როგორც თავდაპირველად დაგეგმილი იყო შუამავლებთან “პოზიტიური” მოლაპარაკებების შემდეგ, ისრაელთან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისას,- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მებრძოლთა ჯგუფის მიერ გავრცელებული ცნობით, ამ შაბათ-კვირას მძევლების გათავისუფლება გადადო და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებდა. საპასუხოდ ისრაელმა გააფრთხილა, რომ ბრძოლას დაუბრუნდებოდა.

ამ ფაქტის შემდეგ, მთავარ შუამავლებთან, ეგვიპტესთან და კატართან მოლაპარაკებების ფონზე, “ჰამასმა” განაცხადა, რომ გათავისუფლება – რომლის სანაცვლოდ პალესტინელი ტყვეების გაცვლა მოხდება – გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები