ევროპარლამენტარი – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე: რეზოლუციას მე ვეთანხმები, რადგან ჩვენ აღმოვაჩინეთ ევროკავშირის არაერთი ჩარევა სხვადასხვა ქვეყანაში

Thierry Mariani attends a rally by French far right presidential candidate Marine Le Pen Saturday, Feb. 5, 2022 in Reims, eastern France. France's dueling far-right presidential candidates Eric Zemmour and Marine Le Pen are holding back-to-back campaign rallies Saturday, trying to steal each other's thunder and keep their anti-immigration, anti-Islam agenda front-and-center in the race for the April presidential election. (AP Photo/Michel Euler)/NYOTK/22036623532808//2202051825

“ცხადია, ვეთანხმები ამ რეზოლუციას, თუმცა, სამწუხაროდ, ვფიქრობ, კენჭისყრა არ მოხდება, რადგან უმრავლესობა მხარს დაუჭერს პირველ რეზოლუციას, იმისდა მიუხედავად რომ ვერ ასახელებენ თუ რა იყო პრობლემური თქვენ არჩევნებში”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი, გერმანული პარტიის – AfD-ს მიერ დარეგისტრირებულ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„თუ ეს რეზოლუცია კენჭისყრაზე გავა, მე ხმას მივცემ, თუმცა, გულახდილად რომ გითხრათ, თუკი უმრავლესობის რეზოლუციას მიიღებენ, მაშინ სამწუხაროდ მეორე კენჭისყრა აღარ იქნება. ამ ჯგუფის რეზოლუციას მე ვეთანხმები, რადგან ჩვენ აღმოვაჩინეთ ევროკავშირის არაერთი ჩარევა სხვადასხვა ქვეყანაში და ნახეთ რა გამოვავლინეთ ამერიკის შემთხვევაში, თანაც საქართველო მოწინავე ხაზზეა.

აღმოვაჩინეთ, რომ ამერიკაში 40 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს, ჩადეს ინვესტიცია თქვენს ქვეყანაში, რომ გავლენა მოეხდინათ საქართველოს არჩევნებსა და დემოკრატიაზე.

ვცდილობ წარმოვიდგინო, რა მოხდება ევროპამ რომ იგივე გააკეთოს, ევროკავშირმა რომ მილიარდები ჩადოს ამერიკაში დემოკრატიის შესაცვლელად. მე მადლიერი ვარ ამერიკის ახალი პრეზიდენტის, რომ ადმინისტრაციის მეტ გამჭვირვალობას უჭერს მხარს. აქამდე ამაზე არასოდეს ვსაუბრობდით.

ახლა ვიცით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო წინა ადმინისტრაციის ამ ნაწილის, მათ სცადეს თქვენი არჩევნების შედეგების შეცვლა. ეს არ არის გასაკვირი, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ რომ საქართველო სოროსის ფონდის სამიზნე იყო.

მე ცხადია, ვეთანხმები ამ რეზოლუციას, თუმცა სამწუხაროდ, ვფიქრობ კენჭისყრა არ მოხდება, რადგან უმრავლესობა მხარს დაუჭერს პირველ რეზოლუციას, იმისდა მიუხედავად რომ ვერ ასახელებენ თუ რა იყო პრობლემური თქვენ არჩევნებში, რადგან არსებობს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, რომელშიც მკაფიოდ წერია, რომ ამ არჩევნებში უცხოურ ჩარევას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები