ტაივანის ეროვნული ხანძარსაწინააღმდეგო სააგენტოს ცნობით, აფეთქება შუადღისას, პოპულარული სავაჭრო ცენტრის მე-12 სართულზე მოხდა, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა. სახანძრო სააგენტოს ცნობით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.
შენობიდან და ტერიტორიიდან დაახლოებით 235 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ადგილზე 130-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
ტაივანის პრეზიდენტმა ლაი ჩინგ-ტემ განაცხადა, რომ ინციდენტზე რეაგირებისთვის რამდენიმე სამთავრობო უწყება გააქტიურდა, მათ შორის არის ჯანდაცვის სამინისტრო, დაშავებულთა სამედიცინო რესურსების კოორდინაციის მიზნით.
ლაიმ ხელისუფლებას მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გამოიძიონ შემთხვევის მიზეზი და სთხოვა საზოგადოებას, არ მიუახლოვდნენ შემთხვევის ადგილს.