“პარლამენტის საგამოძიებო კომისიას შეუძლია, მოქალაქეებისგანაც მიიღოს ინფორმაცია, არ არის აუცილებელი, იყოს მხოლოდ მსხვერპლი, შეიძლება, იყოს მოწმე ან პროცესის მონაწილე” – წულუკიანი

“ჩვენ უნდა მივიღოთ მოქალაქეებისგან ინფორმაცია, ვისაც ამის სურვილი ექნება, არ არის აუცილებელი, იყოს მხოლოდ მსხვერპლი, შეიძლება, იყოს მოწმე ან მონაწილე იმ პროცესის, რომლის აღწერაც სურს ჩვენს წინაშე”, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ძალიან მადლიერი ვიქნები, როგორც კომისიის თავმჯდომარე, თუ ამგვარი მომართვები იქნება კონკრეტული ფაქტებით. ზოგადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა დღეში ვიყავით ცხრა წლის განმავლობაში, როგორი იმედებით დაიწყეს და როგორ უიმედოდ დაასრულეს და ა.შ. ეს ინფორმაცია ყველგან მოიპოვება. ჩვენ თუ მოგვმართავენ, უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ ეს იყოს ფაქტები და შეძლებისდაგვარად მოკლე აღწერილობა, რათა ჩვენ სწრაფად გავერკვეთ, რა ღირებულებისაა მოწოდებული ინფორმაცია, შემდეგ ან წერილობითი სახით გამოვიყენოთ და არ იყოს საჭირო მოსმენა ან პირიქით, ვთქვათ, რომ ეს ის განმცხადებელია, რომელიც კომისიამ ზეპირადაც უნდა მოისმინოს“, – განმარტა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები